შეზღუდვების მოხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. თუმცა, სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომაზე მიიღეს. სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.

ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან ამ ეტაპზე თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

სოფელი ღვანკითი, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების გაზრდის გამო, საკარანტინო ზონად 23 აპრილს გამოცხადდა და ჩაიკეტა.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტიდან მოქმედებს. ძალაში კვლავ რჩება კომენდანტის საათი, კვლავ დახურული კაფე-ბარები, რესტორნები და სასტუმროები, სილამაზის სალონები, ასევე, სავაჭრო ცენტრები.

დამატებით თუ რა შეზღუდვები მოიხსნა 11 მაისიდან, ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები