საარჩევნო შეთანხმება

კალაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძის მსგავსად ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩატარდება და საარჩენო სისტემა არ შეიცვლება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი 8 მარტის შეთანხმებაში განხილულიც არ ყოფილა, ვინაიდან "ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა იმის პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინათ".

"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ქართული ოცნება სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არის სრულ მზადყოფნაში, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, არის სრული მობილიზება. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომლითაც ათეულობით წლის განმავლობაში ტარდებოდა საქართველოში", - თქვა კალაძემ.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავსუფლების საკითხი არ მოიაზრება.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწლების უზეუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება. 

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საარჩევნო შეთანხმება 2020 წლის 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა.

შეთანხმება პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტასაც ითვალისწინეს. სწორედ ამიტომ, მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა და დაკავებულ პირებს "ე.წ პოლიტიკური პატიმრები" უწოდა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება არ შეასულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა. 

კომენტარები