კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ - 638

CNN

11 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 638-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დილისვე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნებულია ჯამში 317 პაციენტი, 10 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები