შეზღუდვების მოხსნა

15 მაისიდან თბილისის ბოტანიკური ბაღი გაიხსნება

15 მაისიდან თბილისის ბოტანიკური ბაღი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია Facebook გვერდზე ავრცელებს.

"უსაფრთხოების წესების სრული დაცვით იმუშავებს ყველა სალარო პუნქტი, დამთვალიერებლებს სათანადო დისტანციის დაცვით შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციები და ღირსშესანიშნაობები", - წერია განცხადებაში.

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ჯერჯერობით, საექსკურსიო მომსახურებასა და ელექტრომობილების ტურებებზე შეზღუდვა კვლავ შენარჩუნდება.

კორონავირუსის გავცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები საქართველოში ეტაპობრივად მოიხსნება.

ცნობისთვის, ხვალ, 11 მაისიდან, თბილისში მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა მოიხსნება. 14 მაისიდან გადადგილების შეზღუდვა მოიხსნება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან - მარნეულში.

ასევე, ხვალიდან, 11 მაისიდან ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია გაიხსნება, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ამ შეზღუდვის მოხსნა არ ეხება მოლებს და მაღაზიებს, რომლებიც ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ.

შეზღუდვის მოხსნა არ ეხება კომენდაანტის საათს და ის ძალაში რჩება. ასევე, ძალაშია საგანგებო მდგომარეობა, 22 მაისის ჩათვლით.

კომენტარები