ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 22-მდე გაიზარდა

cominf

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას "რესი" სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გაგლოევას ინფორმაციით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, 14 მათგანი რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტები არიან, 1 კი სამხედრო მოსამსახურეა. მისივე თქმით, კარანტინში 267 ადამიანია. 

კორონავირუსის გამო, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 10 მაისიდან 17 მაისამდე რუსეთთან საზღვარი ჩაიკეტება. აკრძალვა ეხება ყველას, გამონაკლისის გარეშე. 

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები 6 მაისს დადასტურდა. 

ახალი კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის შეფასება წაიკითხეთ აქ.

კომენტარები