გარანტირებულად ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს, რომ თუ კიდევ არ ჩავიდინეთ რაღაც სისულელე, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და რაღაც სადავეები ხელიდან არ გაგვექცა, თუ გაგრძელდება ის ტენცენცია და მობილიზაციისა და მონდომების ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე. ექნება პლატოს სახე, ანუ იქნება თანაბარი რაოდენობა და, წესით, არ უნდა იყოს მატება.
თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე მატება - ერთი, ორი ათეული. მე მგონია, რომ თუ არ დავუშვით რაღაც ისეთი შეცდომები, როგორიც იყო დაშვებული, მაგალითაც, ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში, ქობულეთსა და ლენტეხში, სადაც 50-კაციანი სუფრა გამართეს, მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი, ყველაზე მძლავრი შემოტევა, მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ. 626 ავადმყოფი და მხოლოდ 10 გარდაცვლილი - ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, ან საუკეთესო მაჩვენებელი.





