ახალი კორონავირუსი საქართველოში

რიჟვაძე: ხვალიდან ქობულეთის 4 სოფელში შეზღუდვების მოხსნა დაიწყება

აჭარის ტელევიზია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ხვალიდან ქობულეთის 4 სოფელში შეზღუდვების მოხსნა დაიწყება.

"ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში. უკვე 1 კვირაა, აჭარაში არ ვლინდება კორონავირუსის ახალი შემთხვევა, დღეში კეთდება დაახლოებით 300 ტესტი. ეს გვაძლევს საშუალებას, შევამსუბუქოთ შეზღუდვები და გავხსნათ ქობულეთის რამდენიმე ჩაკეტილი სოფელი", - თქვა მან ტურიზმის გახსნის გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

ქობულეთის 4 სოფელი, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 12 აპრილს ჩაიკეტა.

აჭარაში კორონავირუსისგან 38 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 - მკურნალობას აგრძელებს. კორონავირუსით ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 36 პირი დაინფიცირდა.

კომენტარები