ტურიზმი

გახარია: 15 ივნისიდან გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმი, 1 ივლისიდან მივიღებთ უცხოელ ტურისტებს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება.

პრემიერმინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება, რომ თითოეულ შემომსვლელზე გააძლიეროს კონტროლი - "თუ ჩვენ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი კარანტინი, 24-საათიანი კარანტინი, 1 საათში უნდა იყოს დასრულებული და ამის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში".

"15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამას გავაკეთებთ ჩვენ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შეკვრით ჩვენს მეზობლებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხირივ მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან", - თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

"საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები", - თქვა გახარიამ.

კომენტარები