ბიუჯეტი 2020

IMF: საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები 16.261 მილიარდი ლარი იქნება

IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 16.261 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

თავდაპირველი გეგმით, 2020 წლის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 14.432 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო.

სავალუტო ფონდის მიხედვით, საბიუჯეტო შემოსავლები 2020 წელს 12.143 მილიარდი ლარის ტოლი იქნება, საიდანაც 10.761 მილიარდი ლარი საგადასახადო შემოსავლებია, ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმით, მთლიანი შემოსავლები 14.5 მილიარდ ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო, საიდანაც საგადასახადო შემოსავლები 11.226 მილიარდი იქნებოდა.

IMF-ის ანგარიშის თანახმად მთავრობა დამატებით 4.1 მილიარდიან ვალს აიღებს, რისი დახმარებითაც დააფინანსებს სოციალურ ხარჯებსაც, რაც 5.9 მილიარდს გაუტოლდება.

საქართველოს მთავრობას განახლებული ბიუჯეტის პროექტი პარლამენტისთვის ჯერაც არ წარუდგენია. როგორც მთავრობაში აქამდე აცხადებდნენ, განახლებული ბიუჯეტი პარლამენტს მაისში უნდა წარედგინოს.

კომენტარები