ბიუჯეტი 2020

გახარია: 2020-დან სოფლის ექიმებს 100 ლარით გაეზრდებათ ხელფასი, ჯარისკაცებს მინიმუმ 125-ით

გიორგი გახარია
ტაბულა

მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მომდევნო წლიდან ანაზღაურება გაეზრდებათ სამართალდამცველებსა და სოფლის ექიმებს:

"გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების - ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირების. სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით.

2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით." - ამბობს პრემიერი.

მისი თქმით, დაგეგმილია აგრეთვე ხელფასების მატება როგორც სკოლის, ისევე ბაღის მასწავლებლებისათვის. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების მატებაც.

გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის ამოცანა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოციალური პასუხისმგებლობის დაცვა და ბიუროკრატიული ხარჯების, როგორც მინიმუმ, უცვლელად დატოვება იქნება.

კომენტარები