ბიუჯეტი 2020

2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარი იქნება

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარი იქნება.

ბიუჯეტის პროექტით იზრდება ბიუჯეტის ხარჯების ნაწილიც, ზრდა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 საქართველოში 5%-იან ზრდას ვარაუდობენ.

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის რიგგარეშე სხდომა
გაიმართა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტს შეეხებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით,
იზრდება სოციალური ხარჯებიც.

„2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. ასევე, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით."

კომენტარები