კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურეს

CNN

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, "რესის" ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი რუსეთის ფედერაციიდან რეგიონში 30 აპრილს შევიდა. 

”ინფიცირებული ინფექციური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ჰქონდა სიცხე, ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა, რომ დადებითია”, - თქვა მთავარმა ექიმმა მარინა კოჩიევამ შტაბის სხდომაზე. 

მისივე თქმით, იზოლირებული იქნება ყველა ის პირი, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე დასახელებულია.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი ქვეყნის საერთო სტატისტიკაში იმიტომ არაა ასახული, რომ სანდო ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები