კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Shannon Stapleton/Reuters

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ოკუპირებულ აფხაზეთში 24 საათში დადასტურებული ყველაზე მეტი შემთხვევაა. ინფორმაციას ავრცელებს ეხო კავკაზა ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით. 

ე.წ. ოპერატული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში COVID-19-ზე 227 ტესტი ჩაატარეს, მათგან 42-ის პასუხი კი დადებითია. 

ამ დროისათვის, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოდან 3 ინფიცირებული გაწერეს, 12 თვითიზოლაციაში მყოფი კი გამოჯანმრთელდა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 426 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 153 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები