ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას "რესი" ავრცელებს სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით.
ანა გაგლოევას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4-ვე ადამიანი რუსეთიდან დაბრუნებული კადეტია. მისივე თქმით, კიდევ ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათგან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.
ოფიციალური მონაცემებით, 252 პაციენტი დაკვირვების ქვეშაა, მათგან სამედიცინო დახმარება 142-ს უტარდება.
ჯამში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 76 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 40 გამოჯანმრთელდა. COVID-19-ის პირველი 3 შემთხვევა 5 მაისს დადასტურდა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



