ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებმა უსიმპტომოდ გადაიტანეს ინფექცია

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, საქართველოში არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტებს კოვიდინფექცია გადატანილი აქვთ, მაგრამ მათ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

"საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომლებსაც არ უდგინდებოდათ სიმპომები", - ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის ცნობით, ასეთია რამდენიმე პირი, რომელთა კონტაქტებიც გამოკვლეულია და "ამ ადამიანებში არიან ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს".

ჟურნალისტის კითხვაზე იყვნენ თუ არა ეს პირები სტაციონარში მოთავსებულები, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ეს პაციენტები "სტაციონარში არ წოლილან".

5 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ქვეყანაში 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები