კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

ბრიტანეთში covid19-ით ევროპაში ყველაზე მეტი - 32 313 ადამიანი გარდაიცვალა

euronews

ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 32 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2 მაისს ინგლისსა და უელსში covid 19-ით გარდაცვალების 29 648 შემთხვევა აღრიცხეს. Guardian წერს, რომ ბრიტანეთში, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მონაცემების ჩათვლით, ჯამში, ვირუსით 32 313 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრიტანეთის სამეფომ ამ მაჩვენებლით იტალიასაც გადაუსწრო, სადაც კორონავირუსმა 29 029 ადამიანი იმსხვერპლა.

Covid 19 ყველაზე მეტ, 1 095 210 ადამიანს, აშშ-ში დაუდასტურდა. ამავდროულად, აშშ-ში სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსის გამოსავლენი ყველაზე მეტი ტესტი ჩატარდა - 6 391 887. აშშ-ის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, რუსეთში დადასტურდა.

აშშ-ში, სხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, ახალი ვირუსით ყველაზე მეტი, 69 680 პაციენტი დაიღუპა. 

კომენტარები