სხვისი ნივთის დაზიანება

შსს: ხობში, სოფელ შუახორგში გამგეობის ფანჯრის მინების ჩამსხვრევისთვის 1 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუახორგში სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. 

უცყების ცნობით, ბრალდებულმა შუახორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. მათივე ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები