ილოცეთ ამ ვითარებისთვის, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება და უფრო პირდაპირ ხასიათს მიიღებს. ჯერ შენიღბულია ყველაფერი. შენიღბული იქნება ხვალინდელი დღეც, როდესაც... დღევანდელი ვირუსი, ეს არის საშუალება ეშმაკის ხელში, ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს და ვირუსი, რომელიც რეალურია, თუმცა არასაბედისწერო. ამის საწინააღმდეგოდ მოვა დრო, როდესაც შემოთავაზებული იქნება კაცობრიობისთვის, ადამიანებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, ადამიანების დამორჩილებას და ეს გახდება ერთერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს და ადვილად წარწყმიდოს
კორონავირუსი და ეკლესია
მიტროპოლიტი საბა: ვირუსის ვაქცინა იარაღი იქნება ეშმაკისთვის ადამიანების დასამორჩილებლად
tbl.ge/4pmt
დაკოპირდა

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ ამის შესახებ 3 მაისს, საკვირაო ქადაგებისას ილაპარაკა და იმ ღვთისმსახურების შერცხვენას შეეცადა, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნეს და სააღდგომო დღესასწაულის შინ აღნიშვნისკენ მოუწოდეს.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: საპატრიარქოც რომ ჩაერთოს კამპანიაში, წლის ბოლომდე 2/3-ს ვეღარ ავცრით
- ცერცვაძე: მთლიანად ვეთანხმები ქალბატონი სალომეს მოთხოვნას საპატრიარქოს მიმართ
- კოვიდგადატანილი მეუფე ამბობს, რომ თუ ადამიანს ღვთის რწმენა აქვს, კორონავირუსი არ შეხვდება
- მარიამობის ქადაგება – არცერთი სიტყვა კოვიდზე, არცერთი სიტყვა ვაქცინაციაზე
- მეუფე საბა: ურწმუნოების შედეგია, რომ ადვილად გვძლევს გრიპიც, Covid 19-იც, პანდემიაც