შეზღუდვების მოხსნა

გახარია: ეკონომიკის გახსნის ეტაპები, შეიძლება, დაგეგმილზე ადრე დავიწყოთ

ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევეგუოთ ამ გამოწვევის მართვას.  

ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყოველი მთავრობის სხდომის დაწყება ჩვენ მოგვიწევს ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებებით და შემდგომ გადავალთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ეკონომიკა და ეკონომიკის აღორძინება.

ჩვენ დღეს ვიბრძვით ორ ფრონტზე. დროთა განმავლობაში, ყოველდღიურად, მეორე ფრონტის, ეკონომიკური აღორძინების და აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში. ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური და პრობლემური. მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. 

ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიებში მუშაობის წესების ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე გაგვიჭირდება საუბარი. 

ჩვენ მიერ წარდგენილი ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის ნაწილი შეიძლება, უფრო ადრე დავიწყოთ. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც ახლა ჩვენ დავაწესებთ, მუშაობს და ეფექტური იქნება, თუ თითოეული კომპანია და მოქალაქე პასუხიმგებლობით მოეკიდება საქმიანობას.

პრემიერი გიროგი გახარია საუბრობს ეკონომიკის გახსნის გეგმაზე. მთავრობის გეგმის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირიანი შუალედებით უნდა მოიხსნას.

კომენტარები