შეზღუდვების მოხსნა

გახარია: შესაძლებელია, იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე თბილისი და რუსთავიც გაიხსნება

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინიტრ გიორგი გახარიას თქმით, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. თუმცა დარჩება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში.

"ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში", - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება. 

"თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - ამბობს გახარია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან მუშაობას განაახლებენ სამშენებლო კომპანიები და ასევე ის კომპანიები, რომლებიც სამშენებლო ბიზნესთან არიან დაკავშირებული. 

ასევე აღდგება ავტოსარემონტო სამუშაოები.

კომენტარები