ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა ხდება დღეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი, მაგრამ პარალელურად ეს შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავადროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არცთუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ კორნკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში. სულ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დამუშავებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას და ასევე, წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას
კორონავირუსი საქართველოში
გახარია: ეკონომიკის აღორძინება, პოსტკრიზისული მართვა ხდება მთავრობის პრიორიტეტი ნომერი 1
tbl.ge/4pkz
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია
ამავე თემაზე
- ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 602 შემთხვევა
- ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 745 შემთხვევა
- იმუნიზაციის საბჭომ 12 წელს ზემოთ მოზარდებში ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა
- COVID 19-ის სტატისტიკა კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება
- COVID-19-ით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 51 შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.1%-ია