შეზღუდვების მოხსნა

მშენებლობა, ავტორემონტი, გადაადგილება ბათუმსა და ქუთაისში - რა შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან

საქართველოს მთავრობა

ხვალიდან, 5 მაისიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, სამი შეზღუდვა იხსნება. 

მუშაობას შეძლებენ როგორც სამშენებლო, ასევე ის კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან სამშენებლო მასალების წარმოებით.

"ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას", - ამბობს გახარია.

5 მაისიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო სამუშაოები.

მოიხსნება გადაადგილების შეზღუდვები ბათუმსა და ქუთაისში. 

გახარიას თქმითვე, გადაადგილების შეზღუდვები რჩება თბილისსა და რუსთავში. პრემიერმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე ამ შეზღუდვების მოხსნაც შესაძლებელი იქნება.  

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში საგანგებო მდგომაროება 22 მაისამდე არის გამოცხადებული. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.

რამდენიმე მუნიციპალიტეტში სრული კარატინი მოქმედებს.

27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგა. პრემიერმა მაშინ თქვა, რომ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები ეტაპობრივად, 2 კვირის ინტერვალებით მოიხსნება იმ დაშვებით, რომ ეპიდემიოლოგიურ სურათზე დაყრდნობით გადაწყვეტლებები გადაიხედება.

დღეს გახარიამ თქვა, რომ ეკონომიკის გახსნის მათ მიერ წარდგენილი გეგმა შეიძლება გადაიხედოს და შეზღუდვები უფრო მალე მოისხნას. 

საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა, აქენ 223 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.

კომენტარები