კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში დღე-ღამეში COVID 19-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი რაოდენობა აღირიცხა

The Moscow Times

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2 მაისისთვის რუსეთის ფედერაციაში ერთ-დღე ღამეში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

სახელმწიფო უწყებების თანახმად, 2 მაისს აღრიცხული შემთხვევების რაოდენობამ 10 633-ს მიაღწია. ჯამში, ოფოციალური მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსის 135 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, გასულ 24 საათში რუსეთში COVID-19-ით 58 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვალების მაჩვენებელმა მთლიანობაში 1280-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 15 ათასს აჭარბებს.

როგორც 30 აპრილს გახდა ცნობილი, ახალი კორონავირუსი ქვეყნის პრემიერმინისტრს, მიხეილ მიშუსტინსაც დაუდასტურდა. მიშუსტინი პრემიერმინისტრად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. ოფიციალურად ის ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლას უძღვებოდა.

კომენტარები