შეზღუდვების მოხსნა

ჭიაბერაშვილი: კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი კლავს, მაგრამ კლავს სიღარიბეც

"როდესაც გახსნაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი კლავს, მაგრამ კლავს სიღარიბეც", - ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სასწორის ორივე პინაზე დევს სიცოცხლე, როდესაც საუბარია ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებებზე.

"პიკის დადაბლება კარგია - ეს კარგია მოკლევადიანად, ჯანდაცვის სისტემის უკეთესად მოსამზადებლად, მაგრამ ეს იმავდროულად ნიშნავს ამ კრიზისის დროში კიდევ უფრო გაწელვას, რაც გრძელვადიანად ძალიან ბევრ პრობლემას გვიგროვებს. როდესაც ვსაუბრობთ გახსნაზე, ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული გახსნა", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნას ჯანდაცვის სისტემა კარგად აღჭურვილი უნდა შეხვედეს, ტესტები რეგულარულად უნდა უტარდებოდეს რისკჯუფებს, პირველ რიგში კი - მედპერსონალს.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების რიცხვი, საერთო რაოდენობასთან შედარებით, ძალიან მაღალია.

"ყველა მედპერსონალი უნდა იყოს ეკიპირებული სათანადოდ. 72 ექიმი და ექთანი ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია. რაც ყველაზე მთავარია, მედპერსონალის რეგულარული ტრენინგი უნდა მიმდინარეობდეს, რომ პაციენტთა ნაკადები იმართოს ისე, რომ საავადმყოფოებში ინფექცია არ გავრცელდეს საავადმყოფოებში და ინფექციის შიდა გავრცელების მექანიზმები იყოს სრულყოფილი", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ევროპული საქართველოს გამოდის ინიციატივით, რომ მოიხსნას კონკრეტული შეზღუდვები და ამუშავდეს ეკონომიკა. 

პარტიაში ამბობენ, რომ უნდა გაიხსნას ყველა ბიზნესი, მოისხნას კომენდანტის საათი და გაიხსნას საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი.

უფრო ვრცლად, რა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს ევროპული საქართველო, წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები