კორონავირუსი საფრანგეთში

მაკრონი: 11 მაისს ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ 11 მაისს კარანტინის დასრულების შემდეგ ცხოვრება ჩვეულ რიტმს არ დაუბრუნდება და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება კრიზისიდან გამოსვლის გზაზე.

"11 მაისი არ იქნება ნორმალური ცხოვრების დაბრუნების დღე. დაიწყება კრიზისიდან გამოსვლის პროცესი, რასაც რეორგანიზაცია დასჭირდება. რამდენიმე ფაზა იქნება და 11 მაისი ერთ-ერთი ასეთი ფაზაა." თქვა მან.

კორონავირუსის გამო მშრომელთა დღეს ტრადიციული საპროტესტო აქცია არ გაიმართა. აქტივისტებმა მოსახლეობას მოუწოდეს პროტესტი სახლიდან ბანერების გამოფენით გამოეხატათ. მცირე რაოდენობის ხალხი შეიკრიბა პარიზის ცენტრში, თუმცა პოლიციამ ისინი დაშალა. გასულ წელს ამ დროს "ყვითელი ჟილეტების" აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მათ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკეს.

საფრანგეთში კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი 11 მაისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ეტაპობრივად გაიხსნება სკოლები და ბიზნესები.

ბოლო მონაცემებით საფრანგეთში კორონავირუსი სულ 167,178 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 24,376, გამოჯანმრთელდა 49,476 ადამიანი.

კომენტარები