კორონავირუსი საფრანგეთში

ფრანგი მცხობელი პურს გარეთ გასვლის ნებართვებში ახვევს

Bored Panda

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საფრანგეთში მთავრობის გადაწყვეტილებით მოსახლეობამ გარეთ გასვლისას უნდა იქონიოს ნებართვა. სახლიდან გასვლისას საფრანგეთში მცხოვრებმა ადამიანმა სპეციალური საიტიდან უნდა გადმოწეროს ფორმა, ამობეჭდოს და შეავსოს.

მოსახლეობის დიდ ნაწილს პრინტერები არ გააჩნია, რის გამოც ადამიანებს ხშირად კანონთან პრობლემები ექმნებათ. 

ბიუროკრატიული მექანიზმის წინააღმდეგ პარიზელმა პურის მცხობელმა ტედი რუსელომ გაილაშქრა. Boulangerie Saint-Fiacre-ის საცხობში შეძენილი პური გარეთ გასვლის ნებართვაშია გახვეული. 

კომენტარები