ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ახალ კორონავირუსზე დღეში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ გაიდლაინებით, რომელიც დღეს დამტკიცდება, PCR ტესტი დღეში 1000 ადამიანს ჩაუტარდება.

"საქართველოს აქვს ამის საშუალება", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში 27 აპრილის ჩათვლით ახალ კორონავირუსზე ჯამში 13 673 ტესტი ჩატარდა. კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ადამიანების სათანადო რაოდენობით ტესტირება არ ხდება და უცნობია, რეალურად, რამდენი ადამიანი არის ინფიცირებული Covid 19-ით.

ახალი კორონავირუსი საქართველოში ამ დრომდე 539 ადამიანს დაუდასტურდა, 178 განიკურნა, 6 - გარდაიცვალა.

კომენტარები