დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

ყინწვისის მამათა მონასტერი

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მის გათავისუფლებას. 

ყინწვისი მონასტრის წინამძღვარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

აღსანიშნავია, რომ მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტიც. 

კომენტარები