ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი განიკურნა, სულ - 168

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი განიკურნა, ჯამში ვირუსული ინფექციისგან 169 პირი გამოჯანმრთელდა. იფორმაცია რამდენიმე წუთი წინ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ია, აქედან განიკურნა 168, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

საკარანტინო რეჟიმში 5 085 პირი რჩევა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558.

საქართველოში, კორონავირუსის გამო, 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა.

როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.

კომენტარები