საგანგებო მდგომარეობა

ჩიქოვანი: საგანგებო მდგომარეობა საჭიროა, ვიდრე ქვეყანა ებრძვის კოვიდ-19-ს

საგანგებო მდგომარეობის ვადები მოვითხოვეთ ზუსტად იმ გაანგარიშებით და იმ ვადებით, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, სწორად დაგვეგეგმა როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლა როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე ეკონომიკის ნაწილში.

თუ როდის დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, კონკრეტულ ვადებსა და თარიღებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არასწორი იქნება.

საგანგებო მდგომარეობა საჭიროა მანამ, ვიდრე ქვეყანა ებრძვის კოვიდ-19-ს, თუმცა სხვადასხვა ეტაპს აქვს სხვადასხვა მოთხოვნები. ჩვენ ამაზე საუბარი შეგვეძლება უფრო მოგვიანებით, მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის ვადას.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტის შემდეგ არის გამოცხადებული.

კომენტარები