კრიმინალი

ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

კარიბჭე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. საუბარია სასულიერო პირზე, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარზე, მამა დავითზე, რომელმაც გავრცელებული იფორმაციით, არქიმანდრიტი საბა დაჭრა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები