მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: მეგობრის ვალია, შევახსენოთ უკრაინელ მეგობრებს, რას ნიშნავს სააკაშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მმართველი გუნდის ვალია, შეახსენოს უკრაინას, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ სივრცეში ყოფნა.

კობახიძე სააკშვილის უკრაინის ვიცე პრეზიდენტად შესაძლო დანიშვნას ეხმაურება.

"შევახსენებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს იმას, თუ რა შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკაში სააკაშვილის ყოფნამ - დაწყებული სოციალური და ეკონომიკური საკითხებით, დამთავრებული ჩვენი ტერიტორიების 20%-ის რუსეთისთვის ჩაბარებით. შესაბამისად, ამ გაკვეთილიდან გამომდინარე, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმაც უნდა გააკეთონ შესაბამისი დასკვნები", - თქვა კობახიძემ ტვ იმედის ეთერში.

მისივე განცხადებით, უკრაინელ დეპუტატებს ექსპრეზიდენტის შესახებ ინფორმაცია პირადადაც მიაწოდა და რომ ეს ინფორკაცია მათ "საკმაოდ გაგებით მიიღეს და აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინის პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს".

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილმა თქვა, რომ მზადაა, მიიღოს ეს წინადადება. მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის პარლამენტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

ამ ინფორმაციის გავრცელების ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე პრემიერი გახდება, შესაძლოა უკრაინასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.

კომენტარები