კორონავირუსი და ეკონომიკა

ბოკერია: ილუზია აქვთ, რომ ამ მავნებლური გეგმით ხალხის გულს მოიგებენ, ეს სისულელეა

ივანიშვილს გუნდს, შესაძლოა, აქვს ილუზია, რომ არჩევნებს მოიგებენ ამ დაგვიანებული, გაუმჭვირვალე, მავნებლური იდეებით სავსე, არაადეკვატური გეგმით, რაც წარმოადგინა გახარიამ, რომლითაც არც საგადასახადო წნეხს არ უკლებენ მოქალაქეებს და მეწარმეებს, არც გამჭვირვალე და არსებითი დახმარება არ აქვთ უმუშევრად დარჩენილებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, სადაც საპენსიო ფონდის ფულსაც კი არ უბრუნებენ ხალხს, რომელიც მათი ფულია.

ოღონდ ეს სისულელეა, ამით ვერ მოიგებენ ქართველი ხალხის გულს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამ ილუზიას გადაყვება ჩვენი ოჯახების ეკონომიკური მომავალი, ჩვენი ოჯახების შემოსავლები და საქართველოს შანსები, რომ სწრაფად გამოვიდეს ამ უმძიმესი კრიზისიდან, ეს არის პრობლემა, თორემ არჩევნებს წააგებენ, უბრალოდ სანამ ისინი მთავრობაში არიან, მანამ მოაქვთ ეს ზიანი და მანამ არ შველიან ქვეყანას ასეთ მძიმე მომენტში

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე,

კომენტარები