კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში II მსოფლიო ომის ვეტერანმა, 98 წლის კაცმა, ახალი კორონავირუსი დაამარცხა

BBC

დიდ ბრიტანეთში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 98 წლის კაცი, რომელსაც ფილტვებზეც ჰქონდა პრობლემები, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

98 წლის დუგლას მური მაღალი ტემპერატურითა და ხველებით, 15 აპრილს გადაიყვანეს კლინიკაში.

"განსაკუთრებულად კარგად ვიგრძენი თავი, როდესაც კლინიკის დატოვებისას ტაშით გამაცილეს", - ამბობს COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული კაცი.

ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი 143 464 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ვირუსული ინფექციით სულ 19 506 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები