კორონავირუსი და ეკონომიკა

₾750-მდე ხელფასები სრულად, ₾1500-მდე ხელფასიდან ₾750 საშემოსავლოსგან 6 თვით თავისუფლდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

დამსაქმებლები შენარჩუნებული სამუშაო ადგილებისათვის სახელმწიფოსგან ექვს-თვიან შეღავათს მიიღებენ.

პრემიერმინისტრ გახარიას თქმით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი სრულად, ხოლო 750 ლარიდან 1500 ლარამდე ხელფასები 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

მთავრობის ცნობით, ეს ნაბიჯი ბიუჯეტს 250 მილიონი ლარი დაუჯდება.

გარდა ამისა, დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200 ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ.

თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ.

კომენტარები