კორონავირუსი და ეკონომიკა

თვითდასაქმებულები, ვინც შემოსავალი დაკარგეს, მთავრობისგან ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობა

თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა. პრემიერის თანახმად, ბიუჯეტს ეს ნაბიჯი დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაუჯდება.

გარდა ამისა, პრემიერმაა განაცხდა, რომ დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200 ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ.

ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს, რაც პრემიერის თქმით, ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომენტარები