კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 114-მდე გაიზარდა

POST TV

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 114-მდე გაიზარდა. 

"გამოჯანმრთელებულების რიცხვი მატულობს, ეს ასეც იქნება. ჩვენი კლინიკად დღეს 3 გაეწერა. სულ 111 გამოჯანმრთელებული იყო და გახდა 114"- თქვა ენდელაძემ POST TV-ის ეთერში. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია 425 შემთხვევა. გარდაიცვალა 5 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში 5 126 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578. 

კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

კომენტარები