ჩეჩნეთი

რამზან კადიროვმა თავი გადაიპარსა და ჩეჩენ კაცებს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, ახალი კორონავირუსის გამო დაკეტილი სილამაზის სალონების გახსნის ნაცვლად, თმა გადაიპარსა და ჩეჩენ კაცებს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. 

გადაპარსული თავის ამსახველი ვიდეო კადიროვმა ადგილობრივ ტელევიზია Grozny-ის გაუზიარა, რომელმაც ის Instagram-ზე გამოქვეყნა. 

"ყველა სილამაზის სალონი დაკეტილია, ასე რომ, გადავწყვიტე, რომ თავი გადავიპარსო, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ", - თქვა კადიროვმა ვიდეოში, რომელშიც ჩენჩურ ენაზე საუბრობს. ამ თარგმანს Meduza ავრცელებს. 

Chechnya Segodnya-ს მიხედვით, კადიროვმა მაყურებლებს შეახსენა, რომ ისლამი მიესალმება თავგადაპარსულ კაცებს და ჩეჩენ კაცებს მოუწოდა, მის მაგალითს მიყვნენ. 

კადიროვმა თავი მას შემდეგ გადაიპარსა, რაც ჩეჩნეთის ერთერთმა მაცხოვრებელმა ახალ კორონავირუსზე მომუშავე სპეციალურ ჯგუფს საჯაროდ ჰკითხა, როდის გაიხსნებოდა სილამაზის სალონები. 

"რამადანის წმინდა თვე გვიახლოვდება. მე შემიძლია, ვურჩიო კაცებს, რომ გადაიპარსონ თმა და თავები ცოტა ხნით დაასვენონ",- უპასუხა კადიროვმა. 

კომენტარები