ნარკოდანაშაული

"მეტამფეტამინის" და "ჰეროინის" 21 შეკვრა - გარდაბანში ერთი პირი დააკავეს

shutterstock

სამართადამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს. 1991 წელს დაბადებული კ.გ.წარსულში ნასამართლევია.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „მეტამფეტამინის“ და „ჰეროინის“ შემცველი, 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები