კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: საჭიროა, მივმართოთ მკაცრ ზომებს, მაგრამ ხანმოკლე დროით

საჭიროა, მივმართოთ მკაცრ ზომებს, მაგრამ ხანმოკლე დროში. რაც უფრო მეტად შევიწუხებთ თავს და მეტად მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებს, მით უფრო ჩქარა მოვხსნით ამას...

ეპიდემიებს ყველას ახასიათებს გარკვეული ცირკულობა. გარკვეული დროის შემდეგ ისინი თვითონ მიდიან დაღმალი გზით. მე იმედი მაქვს, ჩვენ რომ შევაჩერებთ ეპიდემიას, თუნდაც მკაცრი ზომებით, ამ საგანგებო ზომებით, ჩვენ გადავიტანთ პიკის პერიოდს ნაკლები დანაკარგით, აი, ნაკლებად ციცაბო რომ იყოს ეს პიკი და უფრო პლატოს მაგვარი რომ იყოს. ამასობაში, თვითონ ეპიდემია გადაივლის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებზე.

კომენტარები