პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

FT: მილიარდერი, ბრენსონი ბიზნესის გადასარჩენად ერთ-ერთი სახლის დაგირავებას აპირებს

რიჩარდ ბრენსონი
ფილ მაკკარტენი / Reuters

მილიარდერი და კონგლომერატ Virgin Group-ის დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი ბიზნესის გადასარჩენად ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე მდებარე სახლისა და მდიდრული კურორტის ბანკში დაგირავებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს

20 აპრილს, ბრენსონმა კომპანიის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მის საკუთრებაში არსებული ორი ავიკომპანიის - Virgin Atlantic-ს და Virgin Australia-ს გადასარჩენად ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური დახმარება დაჭირდება. 

ბრენსონის თქმით, კონგლომერატმა მთავრობას კომერციული კრედიტებისა და სახელმწიფო გარანტიების 500 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების პაკეტის გამოყოფა სთხოვა. ბრენსონი, ასევე, ამბობს, რომ ამ თანხას კომპანია აუცილებლად დააბრუნებს. 

"ამ უპრეცენდენტო კრიზისის რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ბევრ ავიაკომპანიას სახელმწიფოს დახმარება ესაჭიროება და ბევრმა ეს მხარდაჭერა უკვე მიიღო", — ამბობს ბრენსონი. ბიზნესმენის თქმით, თუ კი სახელმწიფო უარს იტყვის მისი ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერაზე, სამუშაოს ათასობით მოქალაქე დაკარგავს. 

Financial Times-ის ცნობით, ბრენსონი მზადაა ბიზნესის გადასარჩენად კუნძულ ნეკერზე მდებარე საკუთარი სახლი დააგირავოს. წინა კვირებში ვრცელდებოდა ცნობები, იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრენსონის კომპანიების მხარდაჭერაზე უარი თქვა. 

უარის მიზეზი კი ის იყო, რომ კომპანია არ ამოუწურავს ფინანსური მხარდაჭერის სხვა შესაძლო წყაროები. საკუთარ ქონებაზე საუბრისას, რომელიც Forbes-ის მონაცემებით 4 მილიარდ დოლარს აღემატება, ბრენსონმა განაცხადა, რომ ეს კრიზისამდელი პერიოდის მონაცემებია. 

ბრენსონის თქმით, კომპანიისა და მისი პირადი სასხრები ამ დროისთვის მთლიანად ბიზნესის გადარჩენასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ხმარდება. 

 

კომენტარები