პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

Forbes-მა 2020 წლის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა - მთავარი ცვლილებები

ბიზნეს გამოცემამ Forbes პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი განაახლა. წელს სიაში 2095 ადამიანი მოხვდა, რაც წინა წელთან შედარებით 58-ით ნაკლებია. მილიარდერთა რაოდენობის შემცირებას გამოცემაში ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ. 

"პლანეტის უმდიდრესი ადამიანებიც არ არიან დაცულები კორონავირუსისგან, ევროპასა და აშშ-ში, პანდემიის გაძლიერებესთან ერთად, ეცემოდა საფონდო ინდექსები და ინგრეოდა მრავალი ადამიანის ქონება", — ნათქვამია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში. 

მთავარი ცვლილებების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მიმდინარე წელს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონებამ 8 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 700 მილიარდი დოლარით ნაკლებია;
  • წინა წელთან შედარებით სიიდან ამოვარდა 267 ბიზნესმენი, ხოლო დარჩენილი მონაწილეების 51% წელს გაღარიბდა;
  • ყოველწლიური სიის სამეულში პირველად შევიდა პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგის LVMH-ის მფლობელი, ბერნარ არნო. მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში მისი ქონება თითქმის არ შეცვლილა და დაახლოებით 76 მილიარდ დოლარს შეადგენს - ეს საკმარისი აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც უორენ ბაფეტის ქონება 15 მილიარდი დოლარით შემცირდა;
  • წლის განმავლობაში მსოფლიოში სულ 178 ახალი მილიარდერი გამოჩნდა, აქედან თითქმის ნახევარი - 80 ჩინეთის მოქალაქეა, ხოლო 43 აშშ-ის. მათ ჯამურ ქონებას Forbes 369 მილიარდად აფასებს -150 მილიარდი აშშ, 123 მილიარდი ჩინეთი;
  • ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ახალბედა სიაში, კომპანია Zoom Communications-ის დამფუძნებელი, ერიკ იუანია. კომპანია მომხმარებლებს ვიდეო სერვისებს სთავაზობს და ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ერთად სერვისზე მოთხოვნა არნახულად გაიზარდა. ერიკ იუანის ქონებას გამოცემა 5,5 მილიარდი დოლარით აფასებს;
  • აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოველწლიური დანაკარგები გამოცემამ 1 მილიარდი დოლარით შეაფასა;
  • უმდიდრესი ქალის სტატუსი ელის უოლტონმა მოიპოვა. მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის, Wallmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთ-ერთი შვილის ქონება წელს 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რის შედეგედაც ელის უოლტონმა გადაასწრო ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსს;
  • სულ წლევანდელ მილიარდერთა სიაში 234 ქალია, რაც წინა წელთან შედარებით 10-ით ნაკლებია, მაგრამ გაიზარდა ქალების ჯამური ქონებაც და 927 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს დიდწილად ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლის მაკენზი ბეზოსის დამსახურებაა, რომლის ქონებაც 36 მილიარდ დოლარს უტოლდება, სიაში პირველად გამოჩნდა ჯული კოხიც გარდაცვლილი დევიდ კოხის ქვრივი;
  • 2095 მილიარდერიდან 30 წელზე ახალგზარდა მხოლოდ 10 მათგანია, მათი ჯამური ქონება კი 15,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. 
  • ნიუ-იორკმა წელსაც შეინარჩუნა ქალაქის სტატუსი, რომელშიც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. ამ დროისთვის ნიუ-იორკში 92 მილიარდერი ცხოვრებს, რაც წინა წელთან შედარებით 8-ით მეტია. მეორე ადგილს 71 მილიარდერით ჰონგ-კონი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 70 მილიარდერით მოსკოვია.

კომენტარები