პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

ჯეფ ბეზოსმა $1,7 მილიარდის ღირებულების Amazon-ის აქციები გაყიდა

ჯეფ ბეზოსი
Reuters

Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა 31 იანვარს და 3 თებერვალს მის საკუთრებაში არსებული აქციების ნაწილი გაყიდა. Forbes-ის ცნობით გაყიდული ფასიანი ქაღალდების ღირებულება 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

გარიგებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გადახდის შემდეგ, ბეზოსის შემოსავალი 1,3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. უცნობია, გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2019 წლის აგვისტოში ჯეფ ბეზოსმა ჯამურად 2,8 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. კომპანიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

ამგვარი გადაწყვეტილებები შესაძლოა ჯეფ ბეზოსის კიდევ ერთ წამოწყებას უკავშირდებოდეს. კერძოდ, 2017 წელს ბეზოსმა განაცხადა, რომ იგი აგროვებს ფულს კომპანია Blue Origin-ისთვის, რომელიც კოსმოსის გამოკვლევით დაკავდება. 

30 იანვარს, გასული წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნების შემდეგ ჯეფ ბეზოსის ქონება სწრაფად გაიზარდა. Amazon-ის ფინანსური მაჩვენებლები, გაცილებით უკეთესი გამოდგა, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. შედეგად, ანგარიშის გამოქვეყნების წუთიდან კომპანიის აქციები ფასი 13%-ით გაძვირდა, ხოლო ბეზოსი 15 წუთის შუალედში 13 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. 

  1. 125,8 მილიარდი დოლარით ბეზოსი კვლავაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანია.

კომენტარები