პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

ილონ მასკის ქონება 1 საათში $2,3 მილიარდით გაიზარდა

ილონ მასკი
Reuters

ილონ მასკის ქონება ერთი საათის შუალედში 2,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამის მიზეზი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსურის ანგარიშია. 

2019 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებამდე კომპანიის აქციებზე ფასი 2%-ით გაიზარდა, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ ზრდამ 11,8% შეადგინა. ამ დროისთვის კომპანიის ერთი აქციის ფასი 648 დოლარს შეადგენს.

2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კომპანიის შემოსავალი 300 მილიონი დოლარით გაიზარდა. 2019 წლის ბოლო კვარტალში კომპანიის შემოსავალი 7,3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, ამონაგები ერთ აქციაზე 2,16 დოლარია. წინა ფინანსრურ კვარტალში კომპანიამ 112 ათასი ავტომობილი გაყიდა, რაც კომპანიის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. 

Bloomberg-ის მონაცემებით, ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთ საათში კომპანიის დამფუძნებლის ქონება 2,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 36 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს მასკის პირადი ქონება 6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. გამოცემის მიერ წარმოებულ მილიარდერთა ინდექსში მასკი 27-ე ადგილს იკავებს. 

23 იანვარს Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა 100 მილიარდ დოლარს. თუ კომპანია მომავალი თვეების განმავლობაში ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებას, ილონ მასკი 50 მილიარდი დოლარის ბონუსს მიიღებს.

 

კომენტარები