პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანულ ტაბლოიდებთან ურთიერთობას წყვეტენ

Cosmopolitan

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ბრიტანულ ტაბლოიდებთან ურთიერთობას წყვეტენ. 

Guardian-ის ცნობით, კვირას, 19 აპრილს, პრინცმა ჰარიმ და მეგანმა წერილით მიმართეს ბრიტანული გამოცემების - Sun, daily Mail, Mirror, Express-ის რედაქტორებს და განუცხადეს, რომ მათთან აღარ ითანამშრომლებენ. მედია წარმომადგენლებს აუცილებელი შემთხვევების დროს, წყვილის ადვოკატებთან შეეძლებათ დაკავშირება.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბრიტანულ ტაბლოიდებს ინფორმაციის დამახინჯებასა და გაყალბებაში ადანაშაულებენ. 

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებამ არ დაიჯეროს არცერთი ინფორმაცია წყვილთან დაკავშირებით, რომელსაც აღნიშნული მედიების წარმომადგენლები ავრცელებენ. 

2019 წლის ოქტომბერში, მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდებს, Daily Mail-სა და The Mail on Sunday-ს უჩივლა, პრინცმა ჰარიმ კი სარჩელი შეიტანა Daily Mirror-ისა და Sun-ის მფლობელების წინააღმდეგ.

სამეფო ოჯახის წევრებმა მედია გამოცემებს პირადი წერილების უკანონოდ გამოქვეყნებაში დასდეს ბრალი.

კომენტარები