თბილისი ენერჯი

გაზსადენზე ავტომანქანის შეჯახების გამო სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯის ცნობით, გაზსადენზე ავტომანქანის შეჯახების გამო სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა.

კომპანია აცხადებს, რომ სანზონა, მუხრანისა და ტიბაანის ქუჩების კუთხეში გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის თბილისი ენერჯის სამსახური და მიმდინარეობს საშუალო წნევის მილსადის აღდგენითი სამუშაოები.

ავარიის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა სანზონის (ღრმაღელის) 6000-მდე აბონენტს.

კერძოდ - დასახლების კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 24, 25, 26, 27, 28, გურამიშვილის გამზ. 15, 15ბ, 19, 19ა, 21, 23, გუდამაყრის ქ. 5, 7, 7ა, 7ბ, ლიახვის ქ. 1, ჩარგლის ქ. 25, 26, 35, მეტრო ღრმაღელესთან სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (იგივე დ. გურამიშვილის გამზ. 23ა) შპს ჯორჯიან ჰაუსის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე მუხრანის, ჩარგლის, ნაგომარის, გლინკას, ხორნაბუჯის, თიანეთის, ნ. შენგელაიას, ზიგზაგის, გვაზაურის, ლიახვის, რატევანის, ჟინვალის, ჭოპორტის, დ. გარეჯელისა და ბოგვის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტოიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორისაა ჩარგლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი #31, საჯარო სკოლა # 32, სკოლა # 207 და სხვა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება ხვალ 21 აპრილს 10.00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე.

კომპანია თბილისი ენერჯი მომხმარებლებს ბოდიშს უხდის "მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, დაიცვან გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები".

კომენტარები