ახალი კორონავირუსი საქართველოში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით 36 პაციენტი მკურნალობს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, თეა თავართქილაძის, ინფორმაციით, კლინიკაში 61 პაციენტია მოთავსებული, აქედან 36 ადამიანს  ახალი კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

თავართქილაძის განმარტებით, ინფიცირებული პაციენტებიდან რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათგან არც ერთს ესაჭიროება სუნთქვის აპარატი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს, 20 აპრილს, 20 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან.

20 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულებიდან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეში 4 782 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 503.

კომენტარები