კორონავირუსი საფრანგეთში

საფრანგეთის პრემიერი: ჩვეულ რიტმს დიდხანს ვერ დავუბრუნდებით

Reuters

საფრანგეთის პრემიერმინისტრის ედუარდ ფილიპეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 2-თვიანი კარანტინის შემდეგ სიტუაცია წყნარდება, ცხოვრების ჩვეული რიტმი სწრაფად ვერ დაბრუნდება.

საფრანგეთში COVID 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები, 11 მაისიდან, ეტაპობრივად მოიხსნება.

"ჩვენი ცხოვრება 11 მაისიდან ძველებურად ვერ გაგრძელდება, სწრაფად ვერ დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, ალბათ დიდი ხანი ვერ მოვახერხებთ ამას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება", - ამბობს ედუარდ ფილიპე.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, პრემიერის განმარტებით, ხალხს მაინც მოუწევს ქუჩაში წესების დაცვა, ნიღბების ტარება. ხოლო მათ, ვინც ამ პერიოდში სახლიდან მუშაობდა, უმჯობესია, ასევე გააგრძელონ, სადამდეც ეს შესაძლებელი იქნება.

ახალი კორონავირუსის გამო, საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი 17 მარტს გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით ვირუსულ ინფექციას ქვეყანაში 19 718 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები