კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რა როლი ჰქონდა განხორციელებულ, განუხორციელებელ შეზღუდვებს, 7-10 დღეში ვნახავთ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტაძრებში ნაკლები ადამიანი იყო თავშეყრილი და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები. ძალიან ბევრი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს. ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს ქვეყანაში შემდგომი ზრდის რისკს.

დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო გამოცხდებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მაინც მრევლთან ერთად ჩატარდა. ხალხი ერთი კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. ზოგიერთ ტაძარში ირღვეოდა დისტანცია, თუმცა დისტანცია აზრსმოკლებულია, რადგან მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებენ.

კომენტარები