კორონავირუსი და ეკლესია

ცერცვაძე: თუნდაც აღდგომის გამო თუ დავარღვევთ შეზღუდვებს, შეიძლება ევროპის სცენარი მივიღოთ

თუნდაც ამ უახლოეს ამ ორ დღეში, ამ დიდ რელიგიურ დღესასწულთან დაკავშირებით, თუნდაც, ამ მიზეზით თუ დავარღვევთ ამ შეზღუდვებს, არ მინდა ასე მოხდეს და არ მინდა ამის წინასწარმეტყველი ვიყო, მაგრამ მაშინ შეიძლება საქართველოში ის სცენარი გამეორდეს, რაც დღეს ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში გვაქვს. ეს არ უნდა მოხდეს, მაშინ დადგება ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ და მაშინ ჩაითვლება წყალში ჩაყრილად. ეს არ უნდა დავუშვათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში. პანდემიის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო ამ დრომდე აგრძელებს ტაძრებში წირვა-ლოცვებს და მრევლის ერთი კოვზით ზიარებას. დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიაც - მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბება და იქაურობას დილის 06:00 საათამდე არ დატოვებს. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან "შეთანხმებას" უწოდებს

კომენტარები